საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №962
2005 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრი“.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ორ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ უმოკლეს დროში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საწესდებო კაპიტალში შეტანა.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №387 ბრძანებულება.
5. ამ ბრძანებულების პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.11.2005.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 25.11.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №962. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.08.002.003711.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“, №962, 25.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.003711 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1257820/