საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.04.2003 ბოლო ცვლილება 17.10.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№119
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 10/04/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №119

2003 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სამხედრო სახლი“.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ დებულება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს შპს „თორის“ ლიკვიდაცია და ამის შედეგად გამოთავისუფლებული ქონების ქ. თბილისში, გ. ჭანტურიას ქუჩა №10-ში მდებარე შენობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემა.

4. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის – „სამხედრო სახლის“ საქმიანობის სახელ­მწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ე. შევარდნაძე