საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.07.2004 ბოლო ცვლილება 24.06.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№304
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 03/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №304

2004 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისრტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) განახორციელოს თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.

3. ქალაქ თბილისის მთავრობამ (ბ. ბრეგაძე) გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება თეატრისათვის თბილისში, რუსთაველის გამზირის №2-ში მდებარე შენობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.

4. ცნობად იქნეს მიღებული ქალაქ თბილისის მთავრობის წინადადება და „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანამდე თეატრის დაფინანსება განხორციელდეს ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2013.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ მიღებულია 31.07.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №304. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.05.002.003.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.06.2013-დან.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“, №304, 31.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35776/