საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ქ. მოსკოვში საქართველოს კულტურის ცწენტრის ,,ქართული სახლის" შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№283
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 77, 18/07/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №283

2001 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ. მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრის „ქართული სახლის“ შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ქ. მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრი „ქართული სახლი“.

2. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი.ანდ­რი­აძე) კანონით დადგენილი წესით:

ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ. მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრის „ქართული სახლის“ სახელმწიფო კონტროლი;

ბ) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსთან ერთად ერთ თვეში წარმოადგინოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ.მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრის „ქართული სახლის“ წესდების პროექტი.

3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ.ძნე­ლაძე) გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „ქ. მოს­კოვში საქართველოს კულტურის ცენტრს „ქართულ სახლს“ ქ. მოსკოვში, არბატის 42-ში არსებული ნაგებობა №1 უსასყიდლო უზუფრუქტით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით.

ე. შევარდნაძე