საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№92
2006 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
1. „თეატრ-სტუდია რეზო გაბრიაძის ხელმძღვანელობით“ თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრი (შემდგომში _ თეატრი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს თეატრისათვის ქ. თბილისში შავთელის ქ. # 26-ში მდებარე შენობისა და მასზე დამაგრებული მიწის ფართობის და შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.06.2013.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ მიღებულია 01.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №92. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.06.2013-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.06.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“, №92, 01.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97186/