„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№177
სარეგისტრაციო კოდი
0000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 17/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №177

2010 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16, მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) ლიკვიდაცია 2010 წლის 1 ივლისამდე.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების გადაცემა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის №192 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

6. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს სააგენტოს სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებისთანავე.

 მ. სააკაშვილი