„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვლადიმერ სანიკიძის სახელობის საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის რეორგანიზაციის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№695
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 21/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №695

2006 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვლადიმერ სანიკიძის სახელობის საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის რეორგანიზაციის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვლადიმერ სანიკიძის სახელობის საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი კერძო სამართლის იურიდიულ პირად.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი.ოქრუაშვილი) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყონ ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 15 ნოემბრის №481 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისათვის ვლადიმერ სანიკიძის სახელის მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 მაისის №311 ბრძანებულება.

4. ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისთანავე.

მ. სააკაშვილი