„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№492
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 124, 03/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №492

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, პეტრა-ციხის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (შემდეგში – მუზეუმ-ნაკრძალი).

2. მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს პეტრა-ციხის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – პეტრა-ციხეს.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის დებულების დამტკიცება და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) 2008 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალის განსაზღვრასთან დაკავშირებით დამატებითი წინადადებების წარმოდგენა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ.არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.08.2007.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ მიღებულია 29.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №492. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“, №492, 29.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101188/