,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№221
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66, 02/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №221

2008 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი (შემდეგში – ეროვნული მუზეუმი) მასთან გურჯაანის მხარეთმცოდ-ნეობის მუზეუმის მიერთების გზით.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (ნ. ვაჩეიშვილი) ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბალანსზე რიცხული ქონების ეროვნული მუზეუმისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ““?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2008.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ““?
„,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ““ მიღებულია 30.04.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №221. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004.
სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ““, №221, 30.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102850/