„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№311
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 21/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №311

2007 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №673 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა მასთან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აპრილის №259 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკის შეერთების გზით.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დებულებაში ცვლილებების შეტანა.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი), საქართვე-ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) და ქ. თბილისის მერიამ (გ. უგულავა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აპრილის №259 ბრძანებულება.

5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დებულებაში ცვლილებების შეტანისთანავე.

6. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.05.2007.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“ მიღებულია 17.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №311. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“, №311, 17.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/100654/