საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №259
2006 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკა მასთან მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდობის სახელმწიფო ბიბლიოთეკის მიერთების გზით და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკა.
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკის (შემდგომში – ბიბლიოთეკა) სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკისა და მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდობის სახელმწიფო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ივლისის №652 ბრძანებულება.
5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების ამოქმედებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“ მიღებულია 17.04.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №259. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 17.05.2007-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ“, №259, 17.04.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1265360/