,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№390
სარეგისტრაციო კოდი
040.030.050.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 109, 31/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №390

2008 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის  №1061 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №146, მუხ. 1626) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეორგანიზებულ იქნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი და სივრცული ინფორმაციის ცენტრი და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო.“;

ბ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 პუნქტი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ერთ თვეში უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო ჩაითვალოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლედ.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი