„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის N1061 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №432
2011 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის2005წლის 17 დეკემბრის №1061ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის შესაბამისად,„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის2005წლის 17 დეკემბრის №1061ბრძანებულებაში(სსმIII,2005წ., №146,მუხ.1626)შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“.
2.ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ.სააკაშვილი