საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№829
სარეგისტრაციო კოდი
040230000.08.002.016387
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111220002, 20/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება№829

 2011 წლის 19 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5მუხლის მე-2პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-4მუხლის პირველი პუნქტისა და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6მუხლის შესაბამისად:

 1. 2012 წლის 1 იანვრამდე რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს– სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს რეორგანიზაციის (შერწყმის) საფუძველზე შეიქმნას დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელიც ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს– სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განისაზღვროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ.

4. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის ა და მისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2001წლის 5ივნისის№223ბრძანებულება და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის №143ბრძანებულება.

6. ეს ბრძანებულება, გარდა მე-2,მე-3და მე-5პუნქტ ებ ისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

7. ამ ბრძანებულების მე-2,მე-3და მე-5პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2011.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ“ მიღებულია 19.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №829. სარეგისტრაციო კოდი — 040230000.08.002.016387.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნის შესახებ“, №829, 19.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040230000.08.002.016387 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1531578/