საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№503
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 85, 15/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №503

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) ლიკვიდაცია 2010 წლის 1 აგვისტოსათვის.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ სააგენტოს ცალკეული ფუნქციები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 4 მარტის №84 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-2 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანებულების მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2010.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 15.07.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №503. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“, №503, 15.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1033032/