,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.02.2010 ძალადაკარგული 19.12.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№143
სარეგისტრაციო კოდი
000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 26/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №143

2010 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ

1. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

2. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფლებამონაცვლეს.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი  ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და ძალაში შესვლისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.12.2011.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ““?
„,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ““ მიღებულია 26.02.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №143. სარეგისტრაციო კოდი — 000000.00(0).000.000000.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ““-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.12.2011-დან.
სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ““, №143, 26.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/107068/