„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№155
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №155

2010 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა 2010 წლის 31 მარტამდე უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის (შემდეგში – ორგანიზაცია) ლიკვიდაცია.

2. საქართველოს ენერგეტიკის, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებმა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები ორგანიზაციის უფლებებისა და მოვალეობების შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებლად.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 ოქტომბრის №408 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 31 მარტიდან.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.03.2010.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 09.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №155.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ“, №155, 09.03.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/107080/