საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება აკაკი ჩხაიძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/47
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110316005, 17/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/47

2011 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება აკაკი ჩხაიძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

  საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება აკაკი ჩხაიძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის“ ლიკვიდაცია.

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება აკაკი ჩხაიძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება 2011 წლის 1 აპრილამდე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება აკაკი ჩხაიძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/69 ბრძანება.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება აკაკი ჩხაიძის სახელობის ხელოვნების კოლეჯის სამართალმემკვიდრედ განისაზღვროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

5. ეს ბრძანება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისათანავე.

6. ამ ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 აპრილს.

ნ. რურუა