საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/45
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110316007, 17/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/45

2011 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის“ ლიკვიდაცია.

2.  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება 2011 წლის 1 აპრილამდე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების - ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 დეკემბრის №3/498 ბრძანება.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის“ სამართალმემკვიდრედ განისაზღვროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

5. ეს ბრძანება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისათანავე.

6. ამ ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 აპრილს.

ნ. რურუა

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.03.2011.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 16.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/45. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.054.016006.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“, №3/45, 16.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1238153/