"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1133
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.498
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 185, 29/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.498

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №1133

2008 წლის 18 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 16 თებერვლამდე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 იანვრის №68 ბრძანება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 16 თებერვლიდან.

ნ. გვარამია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2008.
როდის იქნა მიღებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"?
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ" მიღებულია 18.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1133. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.022.012.498.
რომელი დოკუმენტები უთითებენ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ", №1133, 18.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.498 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/81028/