"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1125
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.494
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 185, 29/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.494

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების                                                 მინისტრის ბრძანება №1125

2008 წლის 18 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და  ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1.    განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 16 თებერვლამდე.

2.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 5 აპრილის  №246  ბრძანება.

3.    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4.    ეს ბრძანება, გარდა  მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

5.    ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 16 თებერვლიდან.        

ნ. გვარამია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2008.
როდის იქნა მიღებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"?
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ" მიღებულია 18.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1125. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.022.012.494.
რომელი დოკუმენტები უთითებენ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ", №1125, 18.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/81004/