"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.488
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1124
2008 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 16 თებერვლამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 იანვრის №59 ბრძანება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 16 თებერვლიდან.
ნ. გვარამია