,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბოლნისის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.368
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №550
2009 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბოლნისის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბოლნისის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 17 ოქტომბრამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მრავალდარგოვანი კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 26 იანვრის №55 ბრძანება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბოლნისის მრავალდარგოვანი კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.
ნ. გვარამია