,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№551
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.013.367
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 06/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.367

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №551

2009 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის ლიკვიდაცია 2009 წლის 17 ოქტომბრამდე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ივლისის №351 ბრძანება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.

ნ. გვარამია