„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ოზურგეთის ინდუსტრიულ- პედაგოგიური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№543
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.013.377
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 06/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.377

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №543

2009 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოზურგეთის ინდუსტრიულ – პედაგოგიური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 17 ოქტომბრამდე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის №229 ბრძანება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 17 ოქტომბრიდან.

 ნ. გვარამია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ოზურგეთის ინდუსტრიულ- პედაგოგიური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ოზურგეთის ინდუსტრიულ- პედაგოგიური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2009.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ოზურგეთის ინდუსტრიულ- პედაგოგიური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ოზურგეთის ინდუსტრიულ- პედაგოგიური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 30.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №543. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.022.013.377.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ოზურგეთის ინდუსტრიულ- პედაგოგიური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ოზურგეთის ინდუსტრიულ- პედაგოგიური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ოზურგეთის ინდუსტრიულ- პედაგოგიური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ“, №543, 30.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.377 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/85174/