ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.391
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №229
2005 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის წესდება.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯი (შემდეგში – კოლეჯი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების საფუძველზე გამოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე წესდებით.
3. კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისთვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
5. კოლეჯის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ოზურგეთი, რუსთაველის ქუჩა №8.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი
1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.
2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება.
3. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად ან უამისოდ.
4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს.
5. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
6. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.
მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესი
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 4. კოლეჯის დირექტორი
1. დირექტორი არის კოლეჯის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. კოლეჯის დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი. პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი.
4. დირექტორი უფლებამოსილია, პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით, კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებებთან.
5. ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და კოლეჯის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც ვალდებულია შესასრულებლად კოლეჯის მომსახურე ყველა პირისთვის და განკარგულებებს, რომლებიც ერთჯერადი ხასიათისაა და სავალდებულოა შესასრულებლად მხოლოდ მათში მითითებულ პირთათვის.
6. დირექტორი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;
დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.
მუხლი 5. პედაგოგიური მუშაკები
1. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები.
2. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.
3. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:
ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;
ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის;
გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.
4. კოლეჯის პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.
5. კოლეჯის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.
6. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში, სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.
7. კოლეჯის ყველა მუშაკი ვალდებულია:

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშომელთა უფლებებს;
გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;
ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;
ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილების გათვალისწინებით.
8. პედაგოგს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;
ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.
მუხლი 6. მოსწავლეები
1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავლებელში.
2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო.
3. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობების დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი.
4. კოლეჯში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:
ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახე და მისი განხორციელების პირობები;
ბ) განათლების მიღების ფორმა;
გ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.
5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:
ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;
გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;
დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;
ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით;
ვ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას.
6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:
ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას;
ბ) დაიცვან კოლეჯის შინაგანაწესი;
გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშომლების უფლებებს;
დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი;
ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის გარიცხვაც.
მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო
1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებითა და ამ წესდებით.
2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო და აღმზრდელობით მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშნვის საკითხი.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
4. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან.
5. პედაგოგიური საბჭოს წევრების არჩევა ხდება კოლეჯის პედაგოგთა საერთო კრებაზე.
6. კოლეჯის პედაგოგთა საერთო კრებაზე წევრების არჩევა ხდება ფარული კენჭისყრის შედეგად.
7. კოლეჯის პედაგოგთა საერთო კრება უფლებამოსილია აირჩიოს პედაგოგიური საბჭოს წევრები, თუ მას ესწრება კოლეჯის პედაგოგთა 1/2-ზე მეტი.
8. პედაგოგიური საბჭოს წევრი არჩეულად ითვლება, თუ მან მიიღო საერთო კრებაზე დამსწრეთა ხმების 1/2-ზე მეტი.
9. პედაგოგიური საბჭო შედგება კოლეჯის პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისგან, რომელთა რიცხვი უნდა შეადგენდეს პედაგოგთა არანაკლებ 1/5-სა და არა უმეტეს 1/3-ს.
10. პედაგოგიური საბჭო წესდებით განსაზღვული წესითა და რაოდენობით წარადგენს თავის წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) კოლეჯის სამეურვეო საბჭოში.
11. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედაგოგი.
მუხლი 8. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭო შედგება ხუთი წევრისაგან, რომელსაც ირჩევს პედაგოგიური საბჭო კოლეჯის პედაგოგთა შემადგენლობიდან. სამეურვეო საბჭოს ერთი წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს კოლეჯის მოსწავლეთა მშობლებისაგან.
3. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეურვეო საბჭოს წევრები.
4. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს და დაამტკიცოს კოლეჯის დირექტორის მიერ წარმოდგენილი არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების მართვის გეგმა, წარმოადგინოს წინადადებები გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
ბ) განიხილოს და დაამტკიცოს კოლეჯის დირექტორის მიერ მატერიალური რესურსების გამოყენების გეგმა, წარმოადგინოს წინადადებები გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
გ) მოიზიდოს დამატებითი არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსები.
მუხლი 9. კოლეჯის ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. კოლეჯი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმინობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. კოლეჯის საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და კოლეჯის წესდებას.
6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს კოლეჯის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
მუხლი 11. დაფინანსება
1. კოლეჯი შეიძლება დაფინანსდეს ცენტრალური, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ყველა იმ წყაროდან რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს კანონები ,,განათლების შესახებ”, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს ადგენს ადმინისტრაცია (დირექტორი), განსაზღვრავს სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორი.
3. კოლეჯის სახსრები იქმნება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან.
4. კოლეჯს შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები, იჯარით გასცეს როგორც საკუთარი, ისე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისთვის საჭირო ნორმატივებს.
5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კოლეჯის საბიუჯეტო სახსრებს და მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, ფულად სახსრებს განკარგავს და მათ მიზნობრივად გამოყენებაზე პერსონალურად აგებს პასუხს დირექტორი.
მუხლი 12. წესდებაში ცვლილებების შეტანა
კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 13. დაწესებულების შექმნა და ლიკვიდაცია
1. დაწესებულება იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
2. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. კოლეჯის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.