საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება „განათლების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი განათლება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის

ადაწყვეტილება №2/35

 

თბილისი, 1997 წლის 29 დეკემბერი

(ამონარიდი)

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა „განათლების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე;

2. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „განათლების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის 47-ე მუხლის პირველი წინადადების სიტყვები “... და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან შეთანხმებით”;

3. ეს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების დღიდან;

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;

5. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები „განათლების შესახებ” საქართველოს კანონში;

6. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;

7. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს შვიდი დღის ვადაში.

 

1. ა. დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)

2. ო. ბენიძე

3. ა. აბაშიძე

4. გ. მეფარიშვილი

5. ნ. შაშკინი

6. ნ. ჩერქეზიშვილი

7. ლ. ჩორგოლაშილი (მომხსენებელი მოსამართლე)

8. ზ. ჯინჯოლავა