საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №51/ნ
2011 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2011 წლის 30აპრილამდე;
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქ. ხო ბ ის საგანმანათლებლო რესურსცენტრ ი.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხობის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ხობის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1087 ბრძანება.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
5. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 30 აპრილიდან.
დ. შაშკინი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.04.2011.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 20.04.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №51/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.016090.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“, №51/ნ, 20.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016090 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1308400/