საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
2011 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯის“ ლიკვიდაცია.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება 2011 წლის 1 აპრილამდე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 18 მარტის №3/53 ბრძანება.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯის“ სამართალმემკვიდრედ განისაზღვროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
5. ეს ბრძანება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისათანავე.
6. ამ ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 აპრილს.
ნ. რურუა