,,სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №209
2008 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ
1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრი, კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სეისმური მონიტორინგის ცენტრი.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (გ. ნოდია) ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაციის გამო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.10.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““?
- „,,სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““ მიღებულია 24.10.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №209. სარეგისტრაციო კოდი — 160.000.000.10.003.001.154.
- სად არის „,,სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.10.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ““, №209, 24.10.2008, სარეგისტრაციო კოდი 160.000.000.10.003.001.154 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6562/