,,საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №599
2008 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს სამხედრო ძალების შემდგომი ოპტიმიზაციის მიზნით, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიციის საავიაციო ქვედანაყოფები გადაეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გადაცემული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად უზრუნველყონ გადაცემული ქვედანაყოფების ბალანსზე რიცხული საშტატო ქონების, მათ შორის შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის პირველი იანვრიდან.
მ. სააკაშვილი