საქართველოს სამხედრო ძალებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№505
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 133, 18/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №505

2004 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სამხედრო ძალებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს სამხედრო ძალების შემდგომი ოპტიმიზაციის მიზნით, უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს (ISAB) რეკომენდაციის გათვალისწინებით და ქვეყანაში არსებულ სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებაზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების მიზნით:

1. 2004 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ბალანსზე რიცხული ჯავშანსატანკო და საარტილერიო საშუალებები, აგრეთვე ის შეიარაღება და ტექნიკა, რომლებიც არ გამოიყენება საქართველოს შინაგანი ჯარების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში დახმარების გაწევისას.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბარამიძე) 2004 წლის 25 ნოემბრამდე ერთობლივად წარმოადგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების იმ ქვედანაყოფების ნუსხა, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემული მძიმე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მომსახურებას, აგრეთვე ინფრასტრუქტურის იმ ობიექტთა ნუსხა, რომელთა გადაცემაც გათვალისწინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 სექტემბერის №397 ბრძანებულება ,,საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“.

4. კონტროლი ბრძანებულების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გ. ბეჟუაშვილმა.

5. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი