,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №847
2005 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
შეიარაღების (მათ შორის იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტთან, რეექსპორტსა და ტრანზიტთან დაკავშირებული საქმიანობის მოწესრიგებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის ფუნქციების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით:
1. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურმა (ზ. დეკანოიძე) მოამზადოს პროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტებში სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) უზრუნველყოს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და შესაბამისი უწყებების მონაწილეობით ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
ბ) კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულებების დამტკიცება.
3. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (ლ.ჭოლაძე) უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის წარმოებაში არსებული შესაბამისი დოკუმენტაციის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისათვის გადაცემა.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №618 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.10.2005.
- როდის იქნა მიღებული „,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”“?
- „,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”“ მიღებულია 24.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №847. სარეგისტრაციო კოდი — 120.020.000.08.002.003.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.10.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”“, №847, 24.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 120.020.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96064/