“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი140.010.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №636
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმისა და „საქართველოს სამხედრო ძალებში გასატარებელი ღონიძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 ნოემბრის №505 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცეს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს საშტატო რიცხოვნობა ბალანსზე რიცხული საშტატო ქონებით, მათ შორის ინფრასტრუქტურით, შეიარაღებითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ბალანსზე რიცხული ვერტმფრენები შესაბამისი სათადარიგო მარაგნაწილებით:
- მი-8 მტვ – 2 ერთეული
- მი-8 ამტ – 1 ერთეული
- მი-8 ტ – 9 ერთეული.
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ვერტმფრენი:
- მი-8 მტვ – 1 ერთეული.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ირ. ოქრუაშვილი) განიხილოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ გია გულუას სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს პირადი შემადგენლობისა და გადაცემული ვერტმფრენების ეკიპაჟის სამხედრო სამსახურში მიღების საკითხი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ივ. მერაბიშვილი), თავდაცვის სამინისტრომ, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ალ. ალექსიშვილი) და ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ”?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.04.2005.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ”?
- “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ” მიღებულია 31.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №636. სარეგისტრაციო კოდი — 140.010.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.04.2005-დან.
- სად არის “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ”, №636, 31.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/36904/