“საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-1
სარეგისტრაციო კოდი
340.170.000.22.032.008.010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 17/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.008.010

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1

2006 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №145 დადგენილებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №725 ბრძანებულების საფუძველზე განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი მთელი რიგი „დაწესებულებების“ ლიკვიდაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „თევზის მეურნეობის დეპარტამენტ „საქთევზის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 10 აპრილის №2-53 ბრძანება;

ბ) „მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრ „აბრეშუმის სახლის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 15 დეკემბრის №2-489 ბრძანება;

გ) ,,საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროსაინჟინრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 15 დეკემბრის №2-301 ბრძანება;

დ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2005 წლის 3 ივნისის №2-139 ბრძანება;

ე) ,,მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 28 იანვრის №2-54 ბრძანება;

ვ) „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ქვეყნის შიგნით ზამთრის საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასების მომსახურების რაზმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 30 მარტის №2-164 ბრძანება;

ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება მელიორაციის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 24 აგვისტოს №2-136 ბრძანება;

თ) „ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 23 სექტემბრის №2-127 ბრძანება.

2. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია-გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ლილი ბეგიაშვილს.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.01.2006.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"?
“საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" მიღებულია 09.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-1. სარეგისტრაციო კოდი — 340.170.000.22.032.008.010.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.01.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ზოგიერთ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ", №2-1, 09.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.008.010 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62578/