,,საქართველოს ზოგიერთი ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 სექტემბრის №835 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№506
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.22.022.010.608
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.608

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  

ბრძანება №506

2007 წლის 13 ივლისი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს ზოგიერთი ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 სექტემბერის №835 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების, 62-ე, 63-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საქართველოს ზიგიერთი ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 სექტემბერის №835 ბრძანების მეორე პუნქტი.

2. ცვლილება შევიდეს აღნიშნული ბრძანების მეოთხე პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მესტიის №3 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად – მესტიის №3 საჯარო სკოლად და მესტიის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.“.

3. ცვლილება შევიდეს მეექვსე პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. პირმისაანთკარის საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად – სოფ. პირმისაანთკარის საჯარო სკოლად და დუშეთის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.“.

4. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების მეორე პუნქტის მოქმედების შეწყვეტა მოხდეს მისი ძალაში შესვლის დღიდან.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია