“2005-2006 სასწავლო წლისთვის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№289
სარეგისტრაციო კოდი
430.050.000.22.022.007.471
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 14/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.007.471

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №289

2005 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

2005-2006 სასწავლო წლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიზნით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტისა და 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. 2005-2006 სასწავლო წლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელობის ნუსხა დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით, 1999 წლიდან განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოთა საკონკურსო კომისიის მიერ გრიფმინიჭებული, 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებული სახელმძღვანელოების, აგრეთვე ამ სახელმძღვანელოების სერიული გაგრძელებების შერჩევით.

 2. 2005 წლის 15 ივლისამდე ყველა ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა _ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგინონ მათ მიერ 2005-2006 სასწავლო წლისთვის ერთიანი ნუსხიდან შერჩეული სახელმძღვანელოების სია. სიას, საგნის პედაგოგების კრების წარდგინებით, ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო, დაწესებულების სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. ნუსხით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს შეცვლა ან ახლის დამტკიცება სასწავლო წლის განმავლობაში დაუშვებელია.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის საჯაროობას.

4. დაუშვებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლების, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ნებისმიერი სახის მითითების ან რჩევის მიცემა სასწავლო სახელმძღვანელოების შერჩევის შესახებ.

5. ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-7 მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების ნაშრომები არ შედის ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოების ჩამონათვალში.

6. სასწავლო პროცესში ნებადართულია ნებისმიერი დამხმარე სასწავლო მასალის გამოყენება, რომელიც არ საჭიროებს სამინისტროს მხრიდან სპეციალური გრიფის მინიჭებას და თავისი შინაარსით არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, აგრეთვე სხვადასხვა სავარჯიშო რვეულების, ატლასების, რუკების და ა. შ. კონკრეტული საგნისათვის განკუთვნილი მასალების, მეთოდური ლიტერატურისა და სხვ. გამოყენება.

7. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №105 ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2004-2005 სასწავლო წლისათვის რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა შესახებ’’ (სსმ III, №66, მუხ. 583).

8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “2005-2006 სასწავლო წლისთვის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “2005-2006 სასწავლო წლისთვის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.06.2005.
როდის იქნა მიღებული “2005-2006 სასწავლო წლისთვის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ"?
“2005-2006 სასწავლო წლისთვის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ" მიღებულია 10.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №289. სარეგისტრაციო კოდი — 430.050.000.22.022.007.471.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “2005-2006 სასწავლო წლისთვის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “2005-2006 სასწავლო წლისთვის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “2005-2006 სასწავლო წლისთვის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ", №289, 10.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.007.471 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60604/