საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№562
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.022.010.685
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 110, 03/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 6 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (6)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.010.685

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №562

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის გამო და მათი მოქმედების მიზანშეუწონლობიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე, 27-ე მუხლების, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 3 ივლისის №456 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №64, მუხ. 590);

ბ) „დაწყებითი პროფესიული განათლების პროფესიაში „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოსტატი“, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 25 აპრილის №148 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №41, მუხ. 374);

გ) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 10 მარტის №65 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №23, მუხ. 201);

დ) „ფართო პროფილის მშენებლის“ პროფესიაში პროფესიული სწავლების, მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 18 თებერვლის №43 ბრძანება;

ე) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების პროფესიული მომზადების და გადამზადების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 17 თებერვლის №42 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №23, მუხ. 201);

ვ) „პარიკმახერის“ პროფესიაში პროფესიული სწავლების, მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 16 თებერვლის №35 ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №16, მუხ. 143);

ზ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №207 ბრძანება (სსმ III, 17.05.2005 წ., №57, მუხ. 633).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.07.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
„საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 31.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №562. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.022.010.685.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 6 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №562, 31.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.022.010.685 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72262/