საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.007.373
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №207
2005 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტემენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტემენტი) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერების, ჰუმანიზმის, ობიექტური მიუკერძოებლობის და სოციალური სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე.
თავი II. დეპარტამენტის ამოცანები
მუხლი 4
დეპარტამენტის ამოცანები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 5
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამინისტროს ერთიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფის, მეცნიერების განვითარების, ბავშვზე ზრუნვისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების მიმართულებებით.
მუხლი 6
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტი:
ა) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს;
ბ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებებს, ახორციელებს მათი განვითარების პროგნოზირებას;
გ) განათლების და მეცნიერების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრისათვის აწარმოებს შრომის ბაზრის კვლევასა და სპეციალისტთა მონაცემების პროგნოზირებას;
დ) მონაწილეობს წინადადებების შემუშავებაში სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) თაობაზე;
ე) მონაწილეობს სამეცნიერო-ტექნოლოგიური სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობაში, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული მეცნიერების სტრუქტურის ანალიზში, სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციების განსაზღვრაში.
თავი III. დეპარტამენტის უფლებები
მუხლი 7
ზემოაღნიშნული ფუნქციების უზრუნველსაყოფად დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული ინფორმაცია როგორც სამინისტროს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ბ) მონიტორინგი გაუწიოს სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებას.
თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი.
2. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის სამი სამმართველო:
ა) დაგეგმვის სამმართველო – გეგმავს სამინისტროს შემდგომი განვითარების მიმართულებებს; ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას, მონაცემების შეგროვებას, მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას და მონაცემთა შექმნას;
ბ) ანალიზის სამმართველო – აწარმოებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების კომპლექსურ ანალიზსა და მათი განვითარების ტენდენციების პროგნოზირებას;
გ) მონიტორინგის სამმართველო – განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მონაწილეობს შრომის ბაზრის კვლევასა და სპეციალისტთა მონაცემების დამუშავებაში; უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგსა და მისი ეფექტიანობის შეფასებას.
მუხლი 9
დეპარტამენტი ექვემდებარება მინისტრსა და მინისტრის პირველ მოადგილეს. მისი მთლიანი შემადგენლობა, დეპარტამენტის უფროსის სახით, ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის წინაშე.
მუხლი 10
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) დეპარტამენტის სამმართველოებს შორის ანაწილებს მოვალეობებსა და დავალებებს;
გ) ისმენს დეპარტამენტში არსებული სამმართველოების ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, იძლევა რეკომენდაციებს, მითითებებსა და შენიშვნებს;
დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კანდიდატურებს, გარდა კონკურსის წესით დასანიშნი მოსამსახურეებისა;
ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სამინისტროს წლიურ ბიუჯეტში დეპარტამენტის მოთხოვნილებების გათვალისწინების თაობაზე;
თ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს მინისტრის დავალებით;
ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე;
კ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე გაპიროვნებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე.
მუხლი 11
სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობასა და კოორდინირებას უწევს სამმართველოს სპეციალისტების საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვაზე, სამუშაო დავალებების განაწილებასა და მიღებული შედეგების ხარისხზე;
გ) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს სამუშაოს წარმართვის თაობაზე.
მუხლი 12
მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი:
ა) ასრულებს სამმართველოს უფროსის დავალებებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ამზადებს პასუხს შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე.
მუხლი 13
დეპარტამენტის დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.