„2006-2007 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის განსაზღვრის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№810
სარეგისტრაციო კოდი
430.170.000.22.022.009.226
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 128, 18/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.170.000.22.022.009.226

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №810

2006 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

2006-2007 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის განსაზღვრის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.    საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყოს და დასრულდეს შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

ა) I ტრიმესტრი – 18.09.06 – 8.12.06;

ბ) II ტრიმესტრი – 11.12.06 – 23.03.07;

გ) III ტრიმესტრი – 26.03.07 – 16.06.07.

2. საქართველოს ყველა საჯარო სკოლისათვის განისაზღვროს არდადეგების შემდეგი დღეები:

ა) 23.11.06 – 25.11.06;

ბ) 23.12.06 – 7.01.07;

გ) 08.03.07 – 10.03.07;

დ) 06.04.07 – 09.04.07.

3. საქართველოს საჯარო სკოლებში 2006 წლის 26 ნოემბერს, კვირას, სწავლა განხორციელდეს 2006 წლის 24 ნოემბრის ნაცვლად, ხოლო 2007 წლის 11 მარტს, კვირას, სწავლა განხორციელდეს 2007 წლის 9 მარტის ნაცვლად.

4. 2006–2007 სასწავლო წლისათვის საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო დღეების მინიმალური ოდენობაა 180 და მაქსიმალური 190 დღე დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, ხოლო არდადეგების მინიმალური ხანგრძლივობაა 71 და მაქსიმალური 81 დღე დასვენებისა და უქმე დღეების გარდა. საჯარო სკოლების დირექტორები უფლებამოსილნი არიან საკუთარი შეხედულებისამებრ 10 დღის ფარგლებში გადაანაცვლონ სწავლისა და არდადეგების დღეები.

5. საქართველოს საჯარო სკოლებმა სასწავლო წელი დაასრულონ 16 ივნისს – შაბათს, გაკვეთილების შემდეგ.

6. საქართველოს საჯარო სკოლებმა მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დაასრულონ 18 მაისს გაკვეთილების შემდეგ.

7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობა, აგრეთვე სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დამთავრების თარიღები შემდეგი პირების მიმართ და შემთხვევებში:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ) საჯარო სკოლებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საჯარო სკოლების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას.

8. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია