„ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.06.2007 ბოლო ცვლილება 17.10.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№126
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.10.003.000.767
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 91, 28/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №126

2007 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის 12 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,კ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. საქართველოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული სკოლისგარეშე სასპორტო და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა ამ დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებისა, ჩაითვალოს ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებულ დაწე-სებულებად, რომელთა ლიკვიდაციას, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დაფუძნებას ან/და რეორგანიზაციას ახორციელებს თვითმმართველი ერთეული. თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჩაითვალოს იმ დაწესებულების/დაწესებულებების უფლებამონაცვლედ, რომელთა ბაზაზეც დაფუძნდა ან დაფუძნდება აღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

2. ეთხოვოთ საქართველოს თვითმმართველ ერთეულებს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულება 2007 წლის 1 აგვისტომდე.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, აგრეთვე სკოლისგარეშე სასპორტო და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და წესდებების დამტკიცების შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება.

4. მოქმედი სკოლისგარეშე სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო საქმიანობას მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო და დღის სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა განთავსების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით, რჩებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგენს ამ დაწესებულებათა ნუსხას და აფუძნებს მათ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ღ“ ქვეპუნქტის თანახმად.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007 წლის 1 აგვისტომდე დაამტკიცოს ამ დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა ნუსხა.

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებათა განხორციელება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულებისათვის მათ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების (უძრავ-მოძრავი ქონება ან მათი ნაწილი, სადაც განთავსებულია და რომლითაც სარგებლობენ სახელმწიფო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგან-მანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებული სკოლისგარეშე სასპორტო და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები) გადაცემის მიზნით.

7. ეთხოვოთ საქართველოს თვითმმართველ ერთეულებს ამ დადგენილების მე-6 პუნქტის შესასრულებლად სათანადო დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი