,,2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №174
2005 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე:
1. „2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №100, მუხლი 1123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) დადგენილების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ კატეგორიაში შესაბამისი რაოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემა, დარჩენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით მიეცეთ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომელთაც არ დაუმთავრებიათ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.“;
ბ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 8.
1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტები შეიძლება განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ადმინისტრაციული აქტით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში.
2. პირი უფლებამოსილია, სოციალური პროგრამის ფარლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნით მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ათი დღისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები“.
2. ამ დადგენილების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განცხადების წარდგენის ვადად განისაზღვროს დადგენილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანესი ათი დღე.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.10.2005.
- როდის იქნა მიღებული „,,2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“?
- „,,2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 10.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №174. სარეგისტრაციო კოდი — 430.030.000.10.003.000.308.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,2005/06 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს №147 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“, №174, 10.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.10.003.000.308 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10480/