,,სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№114
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.10.003.000.755
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 18/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №114

2007 წლის 15 ივნისი

 ქ. თბილისი

„სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის   №81 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №56, მუხლი 681) დამტკიცებულ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. გრანტის მიზანი და ამოცანები

გრანტის მიზანია ღია კონკურსის გზით, დამოუკიდებელ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შერჩეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიე-რებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში – სამეცნიერო ფონდი) მიერ დამტკიცებული სამეცნიერო კვლევების ფინანსური უზრუნველყოფა.“;

ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:

ა) ეკონომიკური მეცნიერებები;

ბ) მათემატიკა, მექანიკა, ტელეკომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები;

გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;

ე) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები;

ვ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;

ზ) აგრარული მეცნიერებები.“;

გ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს 21 და მე-12 პუნქტები:

„21. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:

ა) ქართველოლოგიის მეცნიერებები;

ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები.

12. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ქართველოლოგიის მეცნიერებებისათვის გრანტის ფარგლებში დაფინანსების მიმღებზე.“;

დ) დებულებას დაემატოს მე-10 მუხლი:

     „მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი

ამ დებულების მე-4 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებით საგრანტო კონკურსის გამოცხადებას და დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ეტაპებს 2008 წლის 1 იანვრამდე ახორციელებს სამეცნიერო ფონდი, ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ეტაპებს – რუსთაველის ფონდი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი