"ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №24.16.832 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31.07.1439
სარეგისტრაციო კოდი
040030000.37.101.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 29/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №31.07.1439

2010 წლი ს 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის № 24.16.832 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის № 24.16.832 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების – დეპარტამენტების და შიდა სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების მეშვეობით.

2. სამსახურის დეპარტამენტები და განყოფილებებია:

ა) ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტი:

ა.ა) მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების მომზადების განყოფილება;

ა.ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადებისა და საინვესტიციო განყოფილება;

ა.გ) გენერალური გეგმის მართვისა და ქალაქგეგმარების განყოფილება;

 

ბ) სანებართვო დეპარტამენტი:

ბ.ა) ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;

ბ.ბ) I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

ბ.გ) III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

ბ.დ) მონიტორინგის განყოფილება;

 

გ) ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი:

გ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

გ.ბ) მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება;

 

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

დ.ა) სამართლებრივი აქტების მომზადებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება;

დ.ბ) სასამართლოსთან და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება;

დ.გ) ლეგალიზების განყოფილება.

3. სამსახურს ჰყავს ბუღალტერი (ბუღალტრები), რომელიც უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს.

4. ბუღალტერი:

ა) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;

ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, ბალანსების და ანგარიშების მომზადებას, წარადგენს ანგარიშს ქალაქ თბილისის მთავრობაში;

გ) შეიმუშავებს სამსახურის ბიუჯეტსა და ხარჯთანუსხის პროექტებს;

დ) ორგანიზებას უწევს სამსახურში ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარებას;

ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;

ვ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;

ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ქვეპუნქტი:

„დ1) ახორციელებს სამსახურის მიერ შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტებზე მონიტორინგს და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში დამკვეთს/მენაშენეს აძლევს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი              გ. უგულავა