"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
430210000.32.057.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 165, 17/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №51

2010 წლის 7 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად,

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებასა და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი „აჭარა’’ №72, 03.07.10, გვ.6–7) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ით:

„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 48 (ორმოცდარვა) საშტატო ერთეულით.“.

ბ) დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სოციალურ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას;“;

გ) ამოღებულ იქნ ე ს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“, „მ“ და მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტები;

დ) დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას ;“;

ე) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მინისტრი კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინიტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მართვასა და კოორდინაციას;“;

ვ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;“;

ზ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეებს, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს დასანიშნად წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარეს, ხოლო შესაბამისი დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინი ს ტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, დასანიშნად წარუდგენს მთავრობას;“;

თ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამტკიცებს სამინი ს ტროს საშტატო ნუსხას და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინი ს ტროს საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას და შესაბამისი დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს და სტრუქტურას;“;

ი) დებულების მე-3 მუხლის მე–3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ამტკიცებს სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმას და მისი გაცემის წესს;“;

კ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:

„ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა.ა) განათლებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი;

ა.ბ) კულტურის დეპარტამენტი;

ა.გ) რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ა.დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;

ა.ე) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი;

ა.ვ) შიდა აუდიტის ა და ინსპექტირების დეპარტამენტი;

ბ) ტერიტორიულ ორგანოებს:

ბ.ა) ბათუმის რესურსცენტრი;

ბ.ბ) ქობულეთის რესურსცენტრი;

ბ.გ) ხელვაჩაურის რესურსცენტრი;

ბ.დ) ქედის რესურსცენტრი;

ბ.ე) შუახევის რესურსცენტრი;

ბ.ვ) ხულოს რესურსცენტრი;

გ) საქვეუწყებო დაწესებულებას – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს;

დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა სახელმწიფო კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო.

2. განათლებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ლიცენზიების პირობების დადგენას, სალიცენზიო განცხადებაში მითითებული მონაცემების სისწორის ადგილზე შემოწმებასა და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების უწყებრივი რეესტრის წარმოებას;

დ) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სფეროში უზრუნველყოფს სახელმწიფო რეგულაციის განხორციელებას;

ე) წარმოადგენს წინადადებებს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სფეროში მოქმედი დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ოპტიმალური ინსტიტუციური მოწყობის შესახებ;

ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს განათლების სისტემის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმირების თაობაზე;

ზ) შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს განათლების სფეროში სამინისტროს ერთიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამთავრობო პოლიტიკის განხორციელებას განათლების სფეროში;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იკვლევს და აფასებს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს, ახორციელებს მათი განვითარების პროგნოზირებას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს განათლების სფეროში ეროვნული პროგრამების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებას;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას;

მ) კოორდინაციას უწევს სკოლა-პანსიონებში სოციალური, აღმზრდელობითი, საყოფაცხოვრებო და სასწავლო პროცესების მიმდინარეობას;

ნ) წარმართავს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ხელს უწყობს მათ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების განხორციელებაში;

ო) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობას განათლების სფეროში მიმდინარე პროგრამების განხორციელებაში;

პ) სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით უზრუნველყოფს კვლევების ჩატარებას და მათ საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას;

ჟ) ახორციელებს სამინისტროში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა ს;

რ) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა ს;

ს) უზრუნველყოფს სამინისტროს ვებგვერდის მართვას;

უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებს.

3. კულტურის დეპარტამენტი:

ა) კულტურის სფეროში სახელმწიფო რეგულაციის განხორციელების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს და წარუდგენს მინისტრს;

ბ) უზრუნველყოფს კულტურის სფეროში ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

გ) მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ან უცხო ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებებთან ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში;

დ) კოორდინაციას უწევს კულტურის ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლასა და მხარდაჭერას, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

 ე) უზრუნველყოფს თეატრალურ ი და სანახაობითი ხელოვნების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების ხელშემწყობი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;

ვ) უზრუნველყოფს ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობასა და ამ მიზნით პროგრამების, წინადადებების, გეგმების შემუშავებას;

ზ) ახალგაზრდა შემოქმედთა, განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდების მხარდაჭერი ს მიზნით უზრუნველყოფს პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;

თ) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობას კულტურის სფეროში მიმდინარე პროგრამების განხორციელებაში;

ი) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის კოორდინაციას;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურის დაწესებულებების საქმიანობას;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. რესურსების მართვის დეპარტამენტი:

ა) ხელს უწყობს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის საქმიანობის ეფექტურად წარმართვას;

ბ) ორგანიზებას უწევს მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღებას;

გ) ახორციელებს სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავების, სამოქმედო გეგმის თვეების, კვარტ ა ლების და კალენდარული წლების მიხედვით განწერის ორგანიზებას;

დ) უზრუნველყოფს სამინისტროს მთავრობასთან ურთიერთობისა და სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას;

ე) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში საკადრო საქმის ორგანიზებას;

ვ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას, მოსამსახურეთა ატესტაციისა და არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის, მათი გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;

ზ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას;

თ) ახორციელებს სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებას;

ი) შეიმუშავებს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს;

კ) სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისას ახორციელებს შესაბამის ფინანსურ გაანგარიშებებს;

ლ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინანსურ მართვას, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას;

მ) განიხილავს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტებს;

ნ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციის შემოწმებას;

ო) კოორდინაციას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების მიერ საშტატო განრიგის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების პროცესს;

პ) ამზადებს დასკვნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვ აზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

ჟ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივ დასკვნებს;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;

დ) წარმოადგენს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ე) შეიმუშავებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის სამინისტროში შემოსულ განცხადებებს, რომელთა განხილვის შედეგად ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებას;

ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზებას;

კ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტს;

ლ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დამტკიცებული ანგარიშის ფორმების დროულ წარდგენას;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს წინასწარი კონტროლის განხორციელებას საბუთების დროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების განხორციელებაზე, სახსრების სწორად გამოყენებასა და ხარჯვაზე;

ბ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყაროების მიხედვით მიღებული სახსრების (მათ შორის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების) და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების განცალკევებულ აღრიცხვას;

გ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა ხელფასების დროულ დარიცხვას, სახელფასო უწყისების შედგენას, ხარჯთა ნუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროულ წარმოებას;

დ) მონაწილეობს ფულადი სახსრების ანგარიშსწორებების ა და მატერიალურ ფასეულობათა შეფასებაში, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღრიცხვაში;

ე) უზრუნველყოფს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენასა და დაწესებულ ვადაში წარდგენას;

ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და მის საფუძველზე მინისტრის მიერ დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

7. შიდა აუდიტის ა და ინსპექტირების დეპარტამენტი:

 ა) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და მათ განუხრელ შესრულებაზე;

ბ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლს; უზრუნველყოფს სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენას; აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლას; სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, შემოწმების შედგების შესახებ დასკვნის შედგენასა და მინისტრისათვის წარდგენას;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოების ა და საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას;

დ) ახორციელებს გამოვლენილი ნაკლოვანებების ანალიზს და მათი პრევენციის მიზნით, წარუდგენს მინისტრს ან/და შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელს რეკომენდაციებს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ვ) ზედამხედველობას ახორციელებს სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე;

ზ) სათანადო რეკომენდაციების მომზადების გზით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის სტიმულირებას;

თ) ახორციელებს დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს;

ი) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობის საჯაროობასა და გამჭვირვალობას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას;

კ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოების ა და საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით;

ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოების ა და საქვეუწყებო დაწესებულებების წინაშე არსებული რისკების დადგენასა და შეფასებას;

მ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობასა და ეფექტურობის შეფასებას;

ნ) განიხილავს სამინისტროს, მ ისი ტერიტ ო რიული ორგანოების ა და საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირების და მათ საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ წერილობით მოსაზრებებს;

ო) ახორციელებს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ასიგნებებში ასახული სახსრების საჯარო მოხელეთა მიერ განაწილებასა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის რისკების დადგენას, შეფასებასა და მონიტორინგს;

პ) უზრუნველყოფს სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ჟ) განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს, ადმინისტრაციულ საჩივრებს, აგრეთვე გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში არსებულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით;

რ) ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომლებიც გამომდინარეობს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონიდან, სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.“;

ლ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

     „მუხლი 51 . სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება

1. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

2. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სტრუქტურა, საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულებები, უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

მთავრობის თავმჯდომარე          ლ. ვარშალომიძე