„ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის №369 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №869
2009 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის №369 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის № 369 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №87, მუხ. 929) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანთა წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნას ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ნარდაია – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
პაატა სილაგაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
ირინე ქურდაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
დიმიტრი შაშკინი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ქეთევან ჩომახაშვილი – საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი.
2. ეთხოვოს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება:
ჯოვანა ბარბერისს – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში
გიორგი გოგიას – Human Rights Watch-ის ევროპული და ცენტრალური აზიის განყოფილების კონსულტანტს
ლესლი ნუნეზ გოოდმენს – საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს
ბორის ვოდსს – ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში
რაიტ კუუსს – ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონულ დირექტორს
ნინო მახაშვილს – გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი GIP-Tbilisi-ს დირექტორს
ვლადლენ სტეფანოვს – საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელს, ადამიანის უფლებათა უფროს დამკვირვებელს სამხრეთ კავკასიაში
იონი სკოგსტადის – საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) ხელმძღვანელს
გიორგი ტუღუშს – საქართველოს სახალხო დამცველს
ლელა ცისკარიშვილს – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის GCRT-ის აღმასრულებელ დირექტორს
თამარ ხიდაშელს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.“;
ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის შესახებ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება, იმპლემენტაციის მონიტორინგი და საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციების წარდგენა;“;
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“;
დ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51პუნქტი:
„51. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კოორდინირებას უწევს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას.“;
ე) დებულების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.“;
ვ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ვალდებულია სხდომის ოქმი გადაუგზავნოს საკოორდინაციო საბჭოს წევრებსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს.“;
ზ) დებულების მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. სამუშაო ჯგუფები
1. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების, აგრეთვე ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის შესახებ სტრატეგიით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, ხმათა უმრავლესობით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.
3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვრავს საბჭო.
4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი