,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №249
2005 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38 მუხ. №308) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-3 მუხლის:
ა.ა) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნისა და შვებულებაში გასვლის საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;
ა.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) უფლებამოსილია მინისტრის პირველ მოადგილეს და/ან მოადგილეებს, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს მიანიჭოს ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების უფლება.“;
ბ) მე-5 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი;“;
ბ.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი.“;
ბ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთობლიობა, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო პოლიციისა, ქმნის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს (შემდგომში – ოფისი).”;
ბ.დ) მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გენერალური შტაბი:
ა.ა) ხელმძღვანელობს საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადებას;
ა.ბ) ახორციელებს საქართველოს სამხედრო ძალების მართვას საომარი მდგომარეობის დროს;
ა.გ) მის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო პოლიცია – პასუხისმგებელია შეიარაღებულ ძალებში, შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო დისციპლინის დაცვაზე. სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო დისციპლინური დარღვევების ან მათ ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში საქმეს გადასცემს შესაბამის ორგანოებს.“;
ბ.ე) მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი:
დ.ა) განსაზღვრავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებს ეროვნული სამხედრო სტრატეგიით დასახული მიზნების შესრულებისათვის და შეიმუშავებს თანმიმდევრულ გეგმებს განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;
დ.ბ) განსაზღვრავს თავდაცვის სტრატეგიას და მონაწილეობს ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემუშავებაში;
დ.გ) აყალიბებს სამინისტროს ამოცანებს, რეფორმების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს;
დ.დ) ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროგრამების განხორციელებას.“;
ბ.ვ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი:
ზ.ა) წარმართავს საერთაშორისო ურთიერთობებს;
ზ.ბ) მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
ზ.გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინირებას;
ზ.დ) აწარმოებს სამხედრო ატაშატისა და სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლობის საქმიანობის კოორდინირებას.“.
მ. სააკაშვილი