,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№639
სარეგისტრაციო კოდი
120010000.08.002.016582
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №639

2012 წლის 27 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის№119 ბრძანებულებაში ცვლილებ ი ს შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119ბრძანებულებით(სსმ,IIIნაწ.,2004 წ., №38,მუხ.№308) დამტკიცებულ დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვების: „ანგარიშსწორების ანგარიში,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „სახაზინო კოდი,“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას;“;

ბ.ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) უფლებამოსილია მინისტრის პირველ მ ო ადგილეს და/ან მოადგილეებს, აგრეთვე სამინის ტ როს სისტემის მოსამსახურეებს მიანიჭოს ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების უფლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ.ი“ქვეპუნქტი:

„გ.ი) სამოქალაქო ოფისის რეფორმების კოორდინაციის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციებია:

გ.ი.ა) წინადადებების მომზადება:

გ.ი.ა.ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მიმდინარე რეფორმების პროცესის მხარდაჭე რ ის საკითხებზე;

გ.ი.ა.ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების, მათი სამუშაო პროცესისა და პროცედურების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით;

გ.ი.ბ) რეკომენდაციების შემუშავება:

გ.ი.ბ.ა)სამინი ს ტროს სამოქალაქო ოფისის საქმიანობის ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით;

გ.ი.ბ.ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მართვისა და დაგეგმვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.“;

გ.გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს ადმინისტრაცია, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, აგრეთვე განსაზღვრავს ოფისის ფუნქციონირებისათვის ა უცილებელ მატერიალურ რესურსებს.“;

გ.დ) მე-4 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.07.2012.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №639. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.08.002.016582.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №639, 27.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 120010000.08.002.016582 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1710789/