„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №791
2012 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406ბრძანებულები ს(სსმ,IIIნაწ.,2009წ.,№86,მუხ.926)პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის ლეგალიზაციის წესში (დანართი №1)შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებ ა:
ა)მე-6მუხლის მე-2პუნქტის„ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო(შემდეგში–სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო);“;
ბ)მე-7მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ)სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახდენს ლეგალიზაციას დაქვემდებარებული ყველა იმ დოკუმენტის ლეგალიზებას,რომლებიც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას.“;
გ)81 მუხლის:
გ.ა)პირველი,მე-2და მე-3პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზღვარგარეთ მყოფი პირი უფლებამოსილია განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციის შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.
2.დოკუმენტის ლეგალიზაციის შესახებ ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში,თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
3.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.“;
გ.ბ)მე-5პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.“;
გ.გ)მე-7პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-6პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“;
დ)81 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:
„მუხლი 82 .
ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების,განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის(გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის)გზით.განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით(განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში).“;
ე)მე-9მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)დოკუმენტის ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით –სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი