„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№790
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016632
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №790

2012 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებ აში(სსმIII, 2009 წ.,№86,მუხ. 924) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატება :

ა)ბრძანებულების პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს:“;

ბ)ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წეს ის (დანართი №1):

ბ.ა)მე-5მუხლის„ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდეგში–სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო)–აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას;“;

ბ.ბ)61 მუხლის:

ბ.ბ.ა)პირველი,მე-2და მე-3პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვარგარეთ მყოფი პირი უფლებამოსილია, განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.“;

ბ.ბ.ბ)მე-5პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სახელმწიფო სერვისების განვითარები ს სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.“;

ბ.ბ.გ.)მე-7პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“;

ბ.გ)61 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 მუხლი:

„მუხლი 62

ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების, განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში).“;

ბ.დ)მე-9მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით –სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იური დ იული პირის –საქარ თ ველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწ ე სებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხა რ ისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი